რუმინეთმა მოიერიშე თვითმფრინავები აუშვა ცაში დაუდგენელი ობიექტის გამო

რუმინეთმა წუხელ ღამით თავისი ოთხი მოიერიშე თვითმფრინავი აუშვა ცაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ ქვეყნის სივრცე დაარღვია დაუდგენელმა ობიექტმა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროსთან.
სამხედრო სარადარო სისტემებმა ტულჩის რაიონის მიმართულებით მიმავალი მცირე მფრინავი ობიექტი (შესაძლოა დრონი) აღმოაჩინეს, აღნიშნა თავდაცვის სამინისტრომ. გამანადგურებლების პილოტები ვიზუალურად არ დაჰკვირვებიან დრონს, ნათქვამია შეტყობინებაში. ამის შემდეგ სიგნალი დაიკარგა.
რუმინეთში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ერთი კვირის განმავლობაში. წინა შემთხვევის შესახებ იტყობინებოდნენ 17 ოქტომბერს, როდესაც რადარმა მცირე მფრინავი ობიექტი დააფიქსირა დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე, საპორტო ქალაქ კონსტანცის რაიონში, რომელიც ასევე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს.
წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც რუმინეთის საჰაერო სივრცეში ს უპილოტო საფრენი აპარატები შეიჭრნენ შავი ზღვისა და დუნაის გასწვრივ მდებარე უკრაინის სამიზნეებზე თავდასხმების დროს.
რუმინეთს, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია, სთან აქვს საერთო საზღვარი, რომლის სიგრძე 650 კილომეტრია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ყოფილი პარლამენტის შენობაში მომავალ წელს გაიხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ქუთაისში აშენდება მრავალფუნქციური სპორტის სასახლე და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ავკრძალავთ და საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ომის დანაშაულის გამო, კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს

ირაკლი ღარიბაშვილი – არჩევნების შედეგით ყველას უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი და ხმამაღლა უნდა ვუთხრათ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ჩვენი უფროსი მხოლოდ ქართველი ხალხია და საქართველო ჩვენია

ბიძინა ივანიშვილი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში – ათწლიანი ზრდის სამი მთავარი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია