რუმინეთმა თავის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევების აღმოჩენა დაადასტურა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუმინიტა ოდობესკუს თქმით, რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მინისტრის თქმით, რუმინეთმა მომხდარის შესახებ მოკავშირეებს აცნობა.
“უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთმა მორიგი საშინელი თავდასხმები განახორციელა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს და მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი მკაცრად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს”. – წერს ოდობესკუ X-ზე.
რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების ნამსხვრევები ს სამხედრო ძალების მიერ ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე თავდასხმის შედეგად აღმოჩნდა. იზმაილის რაიონი -რუმინეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
25 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 38 დრონით იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლაი ოლეშუკის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 38-დან 25 დრონი გაანადგურა, ხოლო გადარჩენილი უპილოტო საფრენი აპარატებიდან სამმა რუმინეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და რადარებიდან გაქრა.

ასევე დაგაინტერესებთ