რუმინეთმა და პოლონეთმა, ზე ს მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგეს

რუმინეთმა უკრაინის რეგიონებზე ს მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს, საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის, ცაში გამანადგურებლები განალაგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დრონი დააფიქსირეს.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის საჰაერო ბაზიდან, Eurofighter Typhoon-ის ტიპის ორი გამანადგურებელი აფრინდა, რათა რუსეთის საჰაერო დარტყმების შემდეგ სთან საზღვარზე საჰაერო სიტუაციას დაკვირვებოდა.
ამასთან, ტულჩას ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა. რადარებმა მალევე დააფიქსირეს დრონის სიგნალი, რომელიც, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით შევიდა, სადაც რადარებიდან გაქრა.
სამხედროების ცნობით, დრონი რადარზე პერიოდულად ჩნდებოდა დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში, მოლდოვას სოფელ კოლიბაშიდან რუმინეთის სოფელ ფოლტეშტამდე, შემდეგ კი ოანჩას რაიონში.
საჰაერო განგაში გამოცხადდა გალაცის ჩრდილოეთ ნაწილშიც. ამის შემდეგ, ცაში რუმინეთის საჰაერო ძალების კიდევ ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი აფრინდა.
ამასთან, უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის დროს თვითმფრინავები პოლონეთმაც განალაგა.