რუმინეთი უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემას განიხილავს

რუმინეთი უკრაინისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის – Patriot-ის გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და თუ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
„პირველ რიგში, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ საუკეთესო გადაწყვეტილებები. ამ დროისთვის წინადადება ანალიზის ეტაპზეა“, – განაცხადა რუმინეთის პრემიერმა.
მისი თქმით, საკითხი საჯაროდ არ განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებას არ შეასუსტებს.
„ვიცი, რომ ეს საინტერესო თემაა. მე შევქმნიდი ახალ ამბებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ სიმწიფეს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი რამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე“, – აღნიშნა ჩიოლაკუმ.

ასევე დაგაინტერესებთ