რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

რუმინეთი ს Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ს მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთვის, ამ ვითარების შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს წევრებმა, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად რუმინეთი უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმების გამოყენებით გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა