რუმინეთი უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის

რუმინეთი ს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. გადაწყვეტილება ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ხელმძღვანელობს.
როგორც ცნობილია, რუმინეთი უკრაინას ამ ეტაპზე ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწოდებს, რუმინეთს სულ 4 მსგავსი სისტემა აქვს. ამის შესახებ ანგარიში თავდაცვის უმაღლეს საბჭოში რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა წარადგინა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსფერი იმ დათქმით განხორციელდება, რომ რუმინეთი გააგრძელებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით -სთან, რომ შემდგომში რუმინეთი მათგან მიიღებს საჰაერო თავდაცვის მსგავს სისტემებს. რუმინეთის პრეზიდენტი იოჰანისი მაისში აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა. შეხვედრისას იოჰანისმა ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია, რუმინეთი საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩეს და მიიღო პირობა, რომ უახლოეს მომავალში მსგავს სისტემებს ამერიკისგან მიიღებენ.