რუმინეთი პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ქვეყნიდან აძევებს ორ რუს დიპლომატს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუმინეთის ხელისუფლებამ ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ატაშესა და მისი მოადგილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო რუმინეთის ტერიტორიაზე ისეთი ქმედებების განხორციელებისთვის, რომლებიც 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფორმაცია უკვე გადაეცა ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს. ის რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ემილ ჰურეზეანუს მოთხოვნით დაიბარეს.
