რუმინეთი ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს

რუმინეთი ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს, – ინფორმაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოანა ტოიუ ავრცელებს.
იონა ტოიუს ცნობით, რუმინეთი ნატო-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმს შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს.
„PURL-ის მექანიზმში რუმინეთის შენატანი უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერების გზით უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას ხელს შეუწყობს“, – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
ტოიუს განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობა რუმინეთის მიერ ნატო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს სრულად შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)