რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ

რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ. 1 იანვრიდან, ამ ქვეყნებსა და შენგენის ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს შორის საზღვრებზე შემოწმება გაუქმდა.
ამგვარად, მგზავრებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც ბულგარეთიდან და რუმინეთიდან შევლენ უნგრეთსა და საბერძნეთში, საბუთების წარდგენა აღარ დასჭირდებათ.
2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხმა მისცეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში სრულად შესვლას.