რუმინეთის შენგენის ზონაში სრულფასოვანი შესვლის საკითხი განიხილება

რუმინეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. მედიის ცნობით, მარჩელ ჩოლაკუსა და ვიქტორ ორბანის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუმინეთის შენგენის ზონაში სრულფასოვანი შესვლა იყო.
„მე ვთხოვე უნგრეთს, რომელიც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სტრატეგიულ დღის წესრიგს და რუმინეთის სრულ გაწევრიანებას შენგენში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულებისას რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუმ.
თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ რუმინეთის შენგენის ზონაში სრული ინტეგრაციის საკითხი ევროკავშირის საბჭოს დღის წესრიგში შეიტანს.
წყარო: 1 არხი-საზოგადოებრივი მაუწყებელი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…