კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) ავტონომიური ელექტრო ავტობუსი გამოცადეს. მძღოლის გარეშე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება ქალაქის ქუჩებში წინასწარ დაპროგრამებული მარშრუტით მოძრაობდა, – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
თურქული წარმოების ავტობუსს 25 მგზავრის გადაყვანა და დატენვის გარეშე 300 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. მკვეთრი მანევრების თავიდან ასაცილებლად მისი სიჩქარე საათში 25 კილომეტრით არის შეზღუდული. მსგავსი მოდელები უკვე ოპერირებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში.
