რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ლიდერობს

ეგზიტპოლის პირველადი მონაცემების თანახმად რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 25%-ით ქვეყნის მოქმედი პრემიერ მინისტრი და სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) თავმჯდომარე, მარჩელ ჩოლაკუ ლიდერობს.
ეგზიტპოლის შედეგებით, დიდი ალბათობით მეორე ტურში მისი მეტოქე იქნება ელენა ლასკონი, “რუმინეთის ხსნის კავშირის” ლიდერი, რომელსაც პირველადი შედეგით ხმათა 18%-ი აქვს.
მემარჯვენე ჯორჯე სიმიონი მესამე ადგილზე ხმათა 15-ით.
თუ საბოლოო მონაცემით ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა 50%-ზე მეტს, მაშინ 8 დეკემბერს რუმინეთში დაინიშნება ს მეორე ტური, რომელშიც პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
8 დეკმებერს რუმინეთში საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება.