რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატი ლიდერობს

რუმინეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო ს პირველ ტურში მემარჯვენე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, „სოციალ-დემოკრატი“ მარსელ ჩიოლაკუა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბიულეტენების 95,43%-ის დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯორჯესკუმ ამომრჩევლების ხმების 22,18%-ი მიიღო, მარსელ ჩიოლაკუმ კი – 20,3%-ი.
ამასთან, მესამე ადგილზეა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, ხმების 17,94%-ით და მეოთხეზე – ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯ სიმონი ხმების 14,18%-ით.
არჩევნებში სულ 13 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტური 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.