რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ხმების 99,9%-ის დათვლის შემდეგ, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ ამომრჩეველთა ხმების 22.9% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“ ლიდერი, ელენა ლასკონი იმყოფება, რომელმაც 19.16% დააგროვა.
ბოლო მონაცემებით, ლასკონი რუმინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მარჩელ ჩიოლაკუს 2000 ხმით უსწრებს.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.