რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ

რუმინეთში ჩატარებული საპარლამენტო ს წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბიულეტენების დაახლოებით 90 პროცენტის დამუშავების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 23,84 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე ალიანსი „რუმინელთა ერთიანობისთვის“ ხმების 17,85 პროცენტით, მესამე ადგილზე კი – მემარჯვენე ეროვნულ-ლიბერალური პარტია 14,64 პროცენტით.
ამასთან, „დოიჩე ველე“ წერს, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულმა კენჭისყრის შედეგებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. პარლამენტარებს ოთხი წლის ვადით, პარტიული სიებით ირჩევენ. პარტიის პარლამენტში შესვლის ბარიერი 5 პროცენტია. არჩევნებში სულ 31 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.
რუმინეთის ამჟამინდელ პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი „სოციალ-დემოკრატებს“ აქვთ, თუმცა არა ერთპარტიული კაბინეტის შესაქმნელად საჭირო რაოდენობა და ხელისუფლებაშია „ეროვნულ-ლიბერალურ პარტიასთან“ ერთად ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია