რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ

რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ.
თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგების მიხედვით, სოციალ-დემოკრატებმა ზედა პალატის არჩევნებში მიიღეს ხმების 22,5% და ქვედა პალატაში – 22,2%. სამთავრობო კოალიციაში მათი მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“, შესაბამისად 14.4%-ს და 13.3%-ს აგროვებს.
ორივე პალატაში მეორე ადგილებზეა მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“. ეს პარტია ადრე დატოვა კალინ ჯორჯესკუმ, რომელმაც მოულოდნელად მოიგო საპრეზიდენტო ს პირველი ტური ერთი კვირის წინ. ჩოლაკუმ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა, ის დამარცხდა ელენა ლასკონისთან, რომელიც ლიდერია პროევროპული პარტიისა „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, და გამოეთიშა რბოლას. მეორე ტური მომდევნო კვირას, 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.
მაგრამ 28 ნოემბერს რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო ბიუროს დაავალა, საპრეზიდენტო ს პირველი ტურის შედეგები ხელახლა დათვალოს გამოვლენილი დარღვევების გამო. თუ სასამართლო კენჭისყრის შედეგებს არ დაამტკიცებს, ის უნდა განმეორდეს, განაცხადა ბიუროს ხელმძღვანელმა ტონი გრებლემ.
საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52,5% შეადგინა, რაც თითქმის უტოლდება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აქტივობას და მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის