რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატის სარჩელი არ დააკმაყოფილა

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო ს შედეგების გაუქმების შესახებ არჩევნებში დამარცხებული ულტრამემარჯვენე კანდიდატის სარჩელი უარყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სასამართლოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მსჯელობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების გაუქმების მოთხოვნა ერთხმად უარყო. გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემებით, დენმა ხმების 53.60% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯ სიმიონმა 46.40%.
ჯორჯ სიმიონმა 19 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოში შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
„არჩევნებს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ იგივე მიზეზებით, რის გამოც მათ დეკემბერში გააბათილეს. ახლა საფრანგეთის, მოლდოვისა და სხვა აქტორების მიერ ჩარევის უდავო მტკიცებულებები გვაქვს, რაც ორკესტრირებული ძალისხმევა იყო, რათა მომხდარიყო ინსტიტუტების მანიპულირება, მედია ნარატივების მართვა, და, საბოლოო ჯამში, ისეთი შედეგის თავს მოხვევა, რომელიც რუმინელი ხალხის სუვერენულ ნებას არ ასახავს“, – განაცხადა სიმიონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს