რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსული დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს – მკაცრად ვგმობთ ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს

­
რუსული დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუმინიცა ოდობესკუ ავრცელებს.
„რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე საშინელი თავდასხმები განახორციელა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს“, – განაცხადა ლუმინიცა ოდობესკუმ.
ოდობესკუმ აღნიშნა, რომ ინციდენტის შესახებ რუმინეთმა მოკავშირეებს უკვე აცნობა.
„რუმინეთი ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს მკაცრად გმობს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსებმა დუნაის სანაპიროზე იზმაილის პორტს დაარტყეს. რუმინეთმა დუნაის მოპირდაპირე მხარეს, სოფელ პლაურუს ტერიტორიაზე სპეციალისტები გაგზავნა, რათა დაედგინათ ჩამოვარდა თუ არა რუსების მიერ გაშვებული დრონების ნამსხვრევები. ასევე, დღეს უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ სამმა რუსულმა დრონმა რუმინეთის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინის რადარებიდან გაქრა.

ასევე დაგაინტერესებთ