რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მმართველი კოალიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა.
„ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა“, – განაცხადა მარჩელ ჩოლაკუმ.
მისი თქმით, პარტიის წევრი მინისტრები კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან განიხილავენ, დარჩებიან თუ არა ისინი დროებით მთავრობაში.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მესამე ადგილი დაიკავა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი