რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი შეასრულებს

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, რუმინეთის დროებითმა პრეზიდენტმა, ილიე ბოლოჟანმა მარჩელ ჩოლაკუს მიერ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, კატალინ პრედოიუ დანიშნა.
რუმინეთის მმართველ კოალიციაში შემავალი „ნაციონალური ლიბერალური პარტიის“ წევრი, კატალინ პრედოიუ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულებს.
შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, მარჩელ ჩოლაკუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, მას შემდეგ რაც, 4 მაისს გამართულ საპრეზიდენტო ს პირველ ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატი დამარცხდა.
„ეს კოალიცია ლეგიტიმური არ არის, რადგან მისი კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა“, – განაცხადა მარჩელ ჩოლაკუმ.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ნაციონალისტმა კანდიდატმა, „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა დაახლოებით 41%-ით მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა, ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მესამე ადგილი დაიკავა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.