რუმინეთის პრემიერ-მინისტრი – რუსულმა დრონმა ჩამოვარდნამდე რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა

რუსულმა დრონმა ჩამოვარდნამდე რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ავრცელებს.
რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ ბრეილადან 8 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.
„რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრს ველაპარაკე. პერიმეტრი წინა ღამიდან დახურულია. გამოძიება მიმდინარეობს. ეს პირველი [მსგავსი შემთხვევა] არ არის, მინდა რომ ბოლო იყოს, მას არავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია”, – განაცხადა ჩოლაკუმ.
მისი თქმით, დრონის ჩამოვარდნის კრატერიდან გამომდინარე, მას ფეთქებადი ელემენტები არ ჰქონდა და სხვა არეალში ჩამოვარდნის შემთხვევაშიც ზიანს არ გამოიწვევდა.
ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰედის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ.
ცნობისთვის, დრონი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:45 საათზე ჩამოვარდა და თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ – ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა – როდესაც დასაბუთების გარეშე უჩერებენ ადამიანს ორ მილიარდს, ეს ევროპისთვის შეუფერებელია, „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგია და ეს მდგომარეობა ტრაგიკული და ბუნებრივია

ირაკლი კობახიძე – 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე