რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის, მარჩელ ჩოლაკუს მთავრობის შემადგენლობას რუმინეთის პარლამენტში მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მანამდე, მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალები და ეთნიკური უნგრული პარტია UDMR-ი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია რუმინეთის პარლამენტში მანდატების 54%-ს აკონტროლებს.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ანგელ ტილვარი გააგრძელებს, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ემილ ჰურეზიანუ გახდა.
ცნობისთვის, რუმინეთის მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი უნდა დანიშნოს. მიმდინარე თვის დასაწყისში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/shutterstock_1139311331-300x200.jpg)