რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა დაამტკიცა. კოალიციური მთავრობის შემადგენლობა სამმა პროევროპულმა პარტიამ სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ UDMR შეათანხმეს.

ახალი მთავრობა 16 მინისტრისგან იქნება დაკომპლექტებული, საიდანაც 8 პორტფელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ერგო. პარტიის ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა თანამდებობას შეინარჩუნებს.

ახალმა მთავრობამ უახლოეს ვადებში ხელახალი საპრეზიდენტო ს თარიღი უნდა დაასახელოს. კოალიციაში შემავალი სამივე პარტია ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე შეთანხმდა.

24 ნოემბრის რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო ს პირველი ტურის შედეგები ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატს – კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.