რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის დრონმა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ სამიზნეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ელემენტებზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს გაუმართლებელი თავდასხმები საერთაშორისო სამართალს სერიოზულად ეწინააღმდეგება.
„დრონების ჯგუფების აღმოჩენის შედეგად, რომლებიც, რუმინეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს, უკრაინის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, ეროვნულმა სამხედრო სარდლობის ცენტრმა საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექციას აცნობა ტულჩეას ოლქის მოსახლეობის გასაფრთხილებლად ზომების მიღების შესახებ. RO-Alert შეტყობინებები ღამის 2:01 საათზე გაიგზავნა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, რუმინეთის სარადარო სამეთვალყურეო სისტემამ მიუთითა იმის შესაძლებლობაზე, რომ ერთ-ერთმა დრონმა, რომელიც უკრაინულ სამიზნეებზე თავდასხმაში მონაწილეობდა, დაახლოებით დილის 3:00 საათზე, ძალიან მოკლე დროით, სამ წუთზე ნაკლები დროით, უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.
ცნობისთვის, 27 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინაში 32 „კამიკაძე-დრონი“ გაუშვეს, ამასთან, ქვეყნის ტერიტორიას „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და Х-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს. უკრაინის თავდაცვამ 24 დრონი გაანადგურა, ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, 3 კი – ადგილობრივად დაიკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ