რუმინეთს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა, მან ხმების 40.5% დააგროვა, მისი სიტყვებით, გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა ხელისუფლებაში მოიყვანოს, პრორუსი კანდიდატი კელინ ჯორკესკუ, რომლის გამოც გადაიდო წინა არჩევნები..
ხმათა 99%-ის დათვლის შედეგად 18 მაისს “რუმინელთა ერთობის ალიანსის” (AUR) 38 წლის ლიდერი პრეზიდენტის პოსტზე ბუქარესტის მერს ცენტრისტ ნიკუშორ დანის დაუპირისპირდება. რომელმაც პირველ ტურში ხმათა თითქმის 21 % დააგროვა.
მმართველი კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა.
სულ რუმინეთს პრეზიდენტის არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობდა , წინა ჯერზე პრეზიდენტობისთვის 13 კანდიდატი იბრძოდა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დიდ ინტერესს იწვევს, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად, ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა – კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა.
ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათიათასობით ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.
4 მაისს გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი სადავო, ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. ის გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. სიმიონი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.
24 აპრილს, რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სიმიონის პარტიის წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესდა.
სიმიონს ბრალდება 1.5 მილიონი დოლარის გადახდა ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის – ვაშინგტონში, სტივ ბენონის WarRoom პოდკასტსა და ჯეკ პოსობიკის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის ორგანიზებისთვის.
ვარაუდობენ, რომ ამაში სახელმწიფოს თანხები დაიხარჯა. სიმიონი ბრალდებებს უარყოფს.
აპრილის მიწურულს, რუმინეთის საოლქო სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მალევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს არის დანიშნული.
ფორუმი
