რუდი გარსიამ “ნაპოლიდან” დათხოვნის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ “პარტენოპეიდან” დათხოვნის შემდეგ პირველი განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნეაპოლიტანელ ფანებს ასე ამ გზით დავემშვიდობებოდი, რადგან ისინი პირველივე დღიდან გვერდით მედგნენ.
მათ, ფეხბურთელებს და გუნდთან დაახლოებულ ადამიანებს, გულწრფელი მადლობა და წარმატებები ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში”, – წერს გარსია.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი “ნაპოლიში” ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა.