რუბლი უფასურდება – რას (ვეღარ) მალავს პუტინი

რუსეთის ფედერაციის მასშტაბით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი იმატებს. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 9.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს და 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია წინა თვესთან შედარებით.
დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რეალური ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მოცემულობაც, რომ ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 21%-ს შეადგენს, რაც წესით 9.5%-იანი ინფლაციის პირობებში, უჩვეულოდ მაღალია.
თუკი ფინანსთა სამინისტროს განმარტებას დავუჯერებთ, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია და ფინანსური რისკები მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საპირისპირო მოცემულობაზე მიუთითებს, რადგან ამჟამად ერთი დოლარის კურსი 100 რუბლს აღწევს.
როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყანაში ყველა იმ ტიპის საქონელი მკვეთრადაა გაძვირებული, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით დრამატული ზრდა კი ტექნიკის და ავტომობილების მიმართულებით ფიქსირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – დებატებისადმი მზაობა დაანონსდა და რა წინაპირობა ვნახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან გარდა იმისა, რომ სასამართლოს დარბაზებში გაგრძელდა უგვანობა? – განცხადება იყო თვალთმაქცური ოპტიკის შექმნა, როგორც შინ, ასევე, გარეთ

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი – საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისგან თავი შეიკავოს