რუბიო სირიაზე ისრაელის თავდასხმაზე: ძალიან შეშფოთებულები ვართ. გვსურს, რომ შეწყდეს

“ვაპირებთ, ვიმუშაოთ საკითხზე. ახლახან ვესაუბრე შესაბამის მხარეებს. ძალიან შეშფოთებულები ვართ ამის გამო და იმედია, დღის ბოლოს გვექნება განახლებული ინფორმაცია. ძალიან შეშფოთებულები ვართ. გვსურს, რომ შეწყდეს…”
თქვა -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 16 ივლისს, როდესაც ჟურნალისტმა ს მიერ სირიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე დაუსვა შეკითხვა.
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ სირიის სამხრეთში წინა დღით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტა კვლავ დაირღვა და გაიმეორა: “გვსურს, რომ ბრძოლა შეწყდეს”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ “ყველა შესაბამის მხარეს” ესაუბრებიან:
“იმედია, შევძლებთ ამის დასრულებას, მაგრამ ძალიან შეშფოთებულები ვართ”.
16 ივლისს ისრაელმა განახორციელა დრონებით თავდასხმა დამასკის ცენტრში მდებარე სირიის გენერალური შტაბის შენობაზე. ისრაელის ოფიციალური განცხადებების თანახმად, ეს იყო მისი პასუხი სირიის სამხრეთში დრუზების უმცირესობასა და ბედუინების დაპირისპირებაში სირიის სამთავრობო ძალების ჩართვაზე.
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ “ისრაელის სახელმწიფო ხელებჩამოშვებული ვერ იდგება, როცა პოტენციური ჯიჰადისტური საფრთხე მაინც არსებობს მის საზღვართან. მეორე, ისრაელის სახელმწიფო ხელებჩამოშვებული ვერ იდგება, როცა ჩვენი მოკავშირეები და ისრაელელთა ოჯახის წევრები – დრუზების თემის ვაჟები და ქალები, ჩვენი განუყოფელი ნაწილი არის თავდასხმისა და საზარელი ხოცვა-ჟლეტის გაგრძელების საფრთხის ქვეშ”.
ფორუმი