რუბიო ლავროვს ესაუბრა – საუბარი მოსკოვის ინიციატივით შედგა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, საუბარი რუსეთის თხოვნით გაიმართა.

მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება – მხარეებმა უნდა გააგრძელონ პირდაპირი მოლაპარაკებები, რათა მოხდეს რუსეთისა და უკრაინის შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა.

საუბრის შინაარსის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ