რუბიო და ლავროვი შეთანხმდნენ, აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღსადგენად მუშაობა გააგრძელონ – სახ.დეპი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ს საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს უთხრა, რომ აშშ სამხედრო შემაკავებელ ღონისძიებებს ატარებს ირანის მიერ მხარდაჭერილი, იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების წინააღმდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ წითელ ზღვაში მათ გემებზე ჰუსიტების თავდასხმებს არ მოითმენს.
“სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ესაუბრა. მდივანმა რუსეთს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰუსიტების თავდასხმებს აშშ-ს სამხედრო და კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში აშშ შემწყნარებლურად არ შეხედავს. რუბიომ და ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღსადგენად”, – წერია განცხადებაში.