რუბიო: „გეგმა ა“ უკრაინა-რუსეთს შორის სროლის შეწყვეტა, „გეგმა ბ“ – მოლაპარაკების დაწყება

აშშ მოითხოვს ში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.
გასულ კვირაში, -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
CBS-ის წამყვანმა რუბიოს შეახსენა მისი განცხადება, რომ მოსკოვში უიტკოფის ვიზიტის შემდეგ გამოჩნდებოდა, მზად არის თუ არა რუსეთი ნაბიჯები გადადგას ცეცხლის შესაწყვეტად, თუ სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების გაჭიანურების ტაქტიკას მიმართავს. მოსკოვს ჯერჯერობით ცალსახად არაფერი უთქვამს, ამიტომ სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს, არის თუ არა ეს გაჭიანურების ტაქტიკა.
მარკო რუბიომ უპასუხა, რომ არ აპირებს რუსეთთან აშშ-ის მოლაპარაკების პროცესის საჯაროდ განხილვას, პუტინთან უიტკოფის შეხვედრა იმედისმომცემი იყო, თუმცა, გარკვეული პრობლემები არის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს რთული, სამწლიანი ომი, რომელიც დიდ ფრონტზე მიმდინარეობს და მისი შეწყვეტა იოლი არ არის.
რუბიოს თანახმად, აშშ-ის „გეგმა ა“ არის სროლის შეწყვეტა, რათა გადავიდნენ „გეგმა ბ“-ზე, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პირველი ეტაპის გარეშე მეორეზე ვერ გადავლენ, რადგან რთულია შეთანხმების მიღწევა, სანამ მხარეები ერთმანეთს ესვრიან.
11 მარტს, საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.
ამ მოლაპარაკებიდან გასული ექვსი დღის განმავლობაში რუსეთს ცალსახა თანხმობა არ დაუდასტურებია.

ასევე დაგაინტერესებთ