რუბიოს და ლავროვის შეხვედრა გადაიდო

CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის დაგეგმილი შეხვედრის გადადების შესახებ იუწყება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ აღარ გაიმართება მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუბიოს და ლავროვს განსხვავებული მოლოდინები აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესაძლო დასრულების შესახებ.
20 ოქტომბერს რუბიომ და ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი შეხვედრა ამ კვირაში, სავარაუდოდ, 23 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და მოსამზადებელი ეტაპი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტების, ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ