რუბიოს განცხადებით, აშშ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი მშვიდობისკენ ისწრაფვის

14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დაზუსტებით არ იცის, რამდენად სერიოზულად არის რუსეთი განწყობილი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით.
რუბიოს თქმით, რუსი ოფიციალური პირები აშშ-ს არწმუნებენ, რომ ეს ასეა, თუმცა: „ჩვენ გავაგრძელებთ ამის გადამოწმებას“, – დასძინა მან.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, აშშ-ის ჩარევა იყო საჭირო (აღნიშნა ღაზის შემთხვევაში გაეროს უძლურების ფაქტიც და თავის გამოსვლაში ისიც თქვა, რომ გაეროს კვლავ შეუძლია იყოს სიკეთის ინსტრუმენტი მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ მან აჩვენა თავისი უუნარობა, გაუმკლავდეს ჩვენი დროის ზოგიერთ აქტუალურ გამოწვევას).
მისი სიტყვებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის მისაღწევად.
რუბიოს გამოსვლის დიდი ნაწილი აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობებს დაეთმო.
რუბიოს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ევროკავშირის კრიტიკა კონტინენტის მომავალთან დაკავშირებული შეშფოთებით არის განპირობებული.
რუბიოს თქმით, აშშ-ს სურს მოკავშირეებთან „დიდი ხნის მეგობრობის აღორძინება“ და არა მათი მიტოვება, თუმცა ამისთვის ევროპა „ძლიერი უნდა იყოს“.
დასუსტების ფაქტორად კი მანდ მასობრივი მიგრაცია დაასახელა და
სასაზღვრო უსაფრთხოებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ დასავლეთის კეთილდღეობა – საზღვრების კონტროლზეა დამოკიდებული.
„ეს არ არის ქსენოფობიის გამოხატულება, არამედ ეროვნული სუვერენიტეტის ფუნდამენტური აქტია“, – თქვა რუბიომ, რომელმაც ასევე აღნიშნა, „საზღვრების გარეშე სამყარო ძვირად დაგვიჯდაო“.
რუბიოს გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე აპლოდისმენტებით შეხვდნენ. რამდენიმე კომენტატორმა კი აღნიშნა, რომ რუბიოს ტონი შესამჩნევად უფრო რბილი იყო, ვიდრე ერთი წლის წინ, მიუნხენში ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის გამოსვლისას.
13-15 თებერვალს დაგეგმილ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც წელს 62-ედ იმართება, მიწვეული არიან ასევე მსოფლიოს ასი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, სულ ათასამდე სტუმარი 120 ქვეყნიდან.
სამდღიან ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც ასობით გავლენიანი ევროპელი ლიდერი, კანონმდებელი, სამხედრო პირი, აკადემიკოსი და სხვა სტუმარია წარმოდგენილი, კონგრესის 50-ზე მეტი წევრი და სხვა ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი იმყოფება, მათ შორის ცნობილი დემოკრატები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია