“რუბიოს არ უთქვამს, რომ “ოცნება” არის ანტიამერიკული ძალა, მაგრამ მან ამერიკის მტრებზე საუბრით უპასუხა” – თინა ხიდაშელი

რუბიოს არ უთქვამს, რომ “ქართული ოცნება” არის ანტიამერიკული ძალა. ძალიან გულით მინდოდა, რომ ეს ეთქვა, მაგრამ რაც არ უთქვამს, იმას ნუ დავაბრალებთ, მანდ თქვა რომ მიმდინარეობს ამის კვლევა, მთავარი განცხადების ამ ნაწილში ისაა, რომ შეკითხვაზე მან პასუხი დაიწყო ამერიკისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებზე საუბრით, მას არ უთქვამს, რომ ქართული ოცნება ანტიამერიკულია, მაგრამ მან პასუხის გაცემა დაიწყო ამერიკის მტრებზე საუბრით. ძნელი მისახვედრი არ არის, ემოციურად რა განცდას იწვევს მისთვის, მას არ დაუწყია საუბარი ამერიკის მეგობრებზე, მან დაიწყო საუბარი ამერიკის მტრებზე. ოცნების ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები დასურათხატებულია უკვე, თეორიის დონეზე კი არ არის… ის ფოტო, სადაც სულელის, გაღიმებულის სახით დგას, დიახ, ამერიკის მტრებთან, იმათთან, ვინც ისრაელის ორი დიპლომატი ააფეთქა დღეს ვაშინგტონში, ჰყვირიან სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს – აი, ამ ფოტომ მოიარა მთელი მსოფლიო. ეს ფოტოა იმის მაგალითი, რატომაა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის მატარებელი ქართული ოცნება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)