რუბიომ USAID-ის პროგრამების 83%-ის დახურვის შესახებ გამოაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 83%-ის დახურვის შესახებ გამოაცხადა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ექვსკვირიანი შემოწმების შემდეგ იქნა მიღებული.
„იმ 5200 კონტრაქტის ფარგლებში, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დაიხარჯა ისეთი გზებით, რომლებიც არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა) აშშ-ის ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, – დაწერა მან.
კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, უფრო ეფექტიანად მართოს დარჩენილი პროგრამები – დაახლოებით 1000 პროგრამა, განაცხადა რუბიომ.
თებერვლის ბოლოს ს ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შეაჩერებს USAID-ის მეშვეობით უცხოური სახელმწიფოების დახმარების 90%-ზე მეტს. საერთო ჯამში აშშ-ის ხელისუფლებამ შეწყვიტა დაახლოებით 5800 გრანტის მოქმედება, ხოლო USAID-ის 500-ზე მეტი გრანტი შეჩერებულია.
მარტის დასაწყისში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო მთავრობის მოთხოვნა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ, რაც უკვე დასრულებული პროექტებისთვის უნდა გადაუხადონ უცხოურ ორგანიზაციებს USAID-ის მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას