11 ივლისს დაახლოებით 12 საათზე ნორმანდიაში, რუანის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ტაძრის გუმბათს გაუჩნდა და არ გავრცელებულა ტაძრის ძირითად ნაწილზე. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს, თუმცა ხანძარი ჯერჯერობით სრულად ლიკვიდირებული არ არის.
ტაძრის გუმბათი ხანძრამდე რესტავრაციის პროცესში იყო. ხანძრიდან მალევე დაიწყო ევაკუაცია და ღვთისმშობლის ტაძართან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები მივიდა. ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაციაში ჩართულია 63 მეხანძრე და 33 სახანძრო მანქანა. პოლიციამ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.
სან-მარიტიმის პრეფექტურის ცნობით, ხანძარი ტაძრის გუმბათის ისეთ ნაწილს გაუჩნდა, რომელიც არა ხის მასალის, არამედ მეტალისაა.
