ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით, „ქართულ ოცნებას“ კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს, პასუხისგების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში უკრაინის საკითხზე გამართულ მოსმენაზე ისაუბრა, რომლის დროსაც საქართველოს თემასაც შეეხო.
„ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, დავამატებდი – ტრაგიკულად. ევროპასთან დაშორებითა და რუსეთთან პარტნიორობის განვითარებით, „ქართულ ოცნებას“ კორუფციასა და რეპრესიებში მონაწილეობის თავისუფლება აქვს პასუხისგების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც მათი უფროსი პარტნიორი მოსკოვში აკეთებს“, – აღნიშნა სენატორმა.
