როჯერ უიკერი: პუტინი ომის დამნაშავეა და ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი

ამერიკელი სენატორი მისისიპის შტატიდან როჯერ უიკერი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, ამბობს, რომ რუსი დიქტატორი ომის კრიმინალია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ს ფედერაციის ხელმძღვანელის ნდობა სთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არ შეიძლება. ამის შესახებ როჯერ უიკერმა CNN–ზე თქვა. აღსანიშნავია, რომ უიკერი -ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელია.

“არა, პუტინი ომის დამნაშავეა და ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი”, — თქვა უიკერმა.

უიკერს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ -ს პრეზიდენტის, ს სიტყვებზე, რომ პუტინს მშვიდობა სურს.

“რუსებს შეიძლება მხოლოდ იმაში ენდო, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ თავიანთ სასარგებლოდ, გადადგამენ დროებით ნაბიჯებს”, — თქვა მან.

სენატორმა დაამატა, რომ ვლადიმერ პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმები. დიქტატორს ბრალი უნდა წაუყენონ, პასუხისმგებლობა დააკისრონ და თავისუფლება აღუკვეთონ.

იმავდროულად, აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარე უნდა დაეთანხმოთ მიღწეულ ყველა ხელშეკრულებას, და ყველას მოუწევს დათმობაზე წასვლა.

გუშინ, საუდის არაბეთში აშშ-ს და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დაწყებაში თავად იყო დამნაშავე და შეეძლო დიდი ტერიტორიისა და მსხვერპლის გარეშე რუსეთს გარიგებოდა. ამის შესახებ Euronews წერს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, თუ შესაძლებელი იქნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმება, ეს აშშ-ს “რუსებთან პარტნიორობის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს” გაუხსნის.