როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ

როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ
“ამ ხალხს რომ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა ღვთისაგან კურთხეული ყოველთვის იქნება”- განაცხადა პარტია “ხალხის ძალის” წევრმა ზაალ მიქელაძემ ქობულეთში გამართულ “გმირის დღესთან” დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დეპუტატმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ლაშხს “გმირის დღის” დაფუძნებისთვის.
“ძალიან მახარებს, რომ დარბაზის 99% ახალგაზრდობაა. მათთან ერთად, სხვა ასაკის წარმომადგენლებიც, ჩემი საუკეთესო პედაგოგებიც ალამაზებენ დარბაზს. მადლობა საქართველოს ისტორიის მთხრობელებს, ძალიან კარგ ქობულეთელებს, მადლობა კარგი ორგანიზატორობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პარლამენტის ბავშვთა და დედათა უფლებებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიისა და იმავდროულად საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მარიამ ლაშხს, რომელმაც ეს იდეა წამოაყენა – რომ გმირის დღე ყოფილიყო დაფუძნებული ამ ქვეყანაში. იმიტომ, რომ საუკეთესო მოდერატორების ცოდნა და გამოცდილება ვიღაცამ უნდა გაუზიაროს შემდეგ თაობას. ქობულეთს აქვს საამაყო აქ ჩამოთვლილი გმირებით და კიდევ უამრავი სხვა ადამიანით.
შეგიძლიათ ქობულეთის გარეთ, ქვეყნის ფარგლებში და ქვეყნის გარეთ, დედამიწაზე იაროთ გაბედულად და მყარად, იმიტომ, რომ თქვენ ამ დალოცვილი კუთხის შვილები ხართ – იმ ადამიანების, რომლებმაც თავის დროზე არა მხოლოდ ძალით, ხმლით და შეიარაღებით, არამედ გონებით გადაარჩინეს ქვეყანა. თქვენ მათი შთამომავლები ხართ.
დღეს, საუბედუროდ, კვლავ ვრჩებით მსგავსი გამოწვევების წინაშე. როცა ძალით შეიძლება საკითხი ვერ გადავწყვიტოთ, გონიერებით უნდა მოვიგოთ, რადგან მცირერიცხოვანი ერი ვართ. გონებით უნდა მოვუგოთ ყველას სამართლიანი ბრძოლა ამ ქვეყნის და ჩვენი ერის გადარჩენისთვის.
ამ ხალხს რომ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა ღვთისაგან კურთხეული ყოველთვის იქნება,”- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს