როცა ჩვენი ტირილის ხმა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა. მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, რომ ჩვენი ხმა არ გასულიყო – როცა დარწმუნდნენ, რომ სახლიდან არავის ხმა აღარ გამოდიოდა, სროლაც მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს

როცა ჩვენი ტირილის ხმა იმატებდა, ტყვიებიც იმატებდა. მამაჩემმა გვითხრა, როგორმე თავი შეგვეკავებინა, რომ ჩვენი ხმა არ გასულიყო – როცა დარწმუნდნენ, რომ სახლიდან არავის ხმა აღარ გამოდიოდა, სროლაც მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს
„მათი მიზანი ეს იყო, რომ იქ ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო და როცა დარწმუნდნენ, რომ სახლიდან არავის ხმა აღარ გამოდიოდა, სროლაც მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს“- ამის შესახებ ლედი აფრასიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებს განიხილავენ.
„ვერც კი მივხვდით რა ხდებოდა ჩვენს თავს იმიტომ, რომ წარმოუდგენელი იყო ის, რაც მოხდა. ამ დროს ცხადია, პატარა ბავშვები, მათ შორის, დედაჩემიც, ბებიაც ვტიროდით, ვკიოდით და ჩვენი ხმა გარეთ გადიოდა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ჩვენი ტირილის ხმა იმატებდა, თუ უფრო მძაფრად გადიოდა გარეთ, ტყვიებიც იმატებდა. სროლა მატულობდა და უფრო ძლიერი ხდებოდა ეს სროლა. ბოლოს, მამაჩემმა გვითხრა, რომ როგორმე თავი შეგვეკავებინა ისე, რომ ჩვენი ხმა იქიდან არ გასულიყო და არ ვიცი როგორ, მაგრამ შევძელით, რომ აღარ გვეკივლა, აღარ გვეტირა და ამ დროს, როცა ჩვენი ხმა სახლიდან აღარ გადიოდა, ტყვიებმაც იკლო და ცოტა ხნის შემდეგ სროლა შეწყდა. მათი მიზანი ეს იყო, რომ იქ ცოცხალი არავინ გადარჩენილიყო და როცა დარწმუნდნენ, რომ სახლიდან არავის ხმა აღარ გამოდიოდა, სროლაც მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს“,-განაცხადა ლედი აფრასიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე