“როცა შეჯიბრება მთავრდება, ანალიზს ვაკეთებთ, რა იყო სწორი, სად დავუშვით შეცდომა” – ტატო გრიგალაშვილი – Marao

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს () აჯობა.
“ძიუდოს გარდა, სპორტის სხვა სახეობებისადმი გნსაკუთღებული ინტერესი არ ყოფილა. ძიუდოზე ბავშვობიდან ისე ვიყავი შეყვარებული, სხვა სახეობებისკენ არც გამიხედავს. ძიუდო და სწავლა –ეს ორი რამ მაინტერესებდა გამორჩეულად: ან ვვარჯიშობდი, ან – ვსწავლობდი. ახლაც ვსწავლობ სეუ-ში, თუმცა უკვე სწავლას იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ”- ამბობდა ტატო.
ტატო გრიგალაშვილი 1999 წლის 1 დეკემბერს, ხაშურში დაიბადა. 2018 წლის სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. 2019 წელს გახდა ბრინჯაოს მედალოსანი ნეაპოლის საზაფხულო უნივერსიადაზე. 2019 წლის სექტემბერში მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ხოლო ერთი თვის შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.2020 წელს მან დიუსელდორფის დიდი სლემის ტურნირი მოიგო, როდესაც ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. 2020 წლის ნოემბერში გრიგალაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2020 წლის ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 21 წლის ასაკში კონტინენტის ჩემპიონი გახდა, როდესაც ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა.
2023 წლის 4 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ჯაკარტელი სიბგატულა არაბი, ირლანდიელი ბარაშ გლისონი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა და ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან (გიორგი რევაზიშვილი) დამარცხდა. თავიდან ტატომ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ თვითონ გააფრთხილეს ორჯერ, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქემ ვაზარი მოიპოვა და ბრძოლაც მოიგო.
· “როცა შეჯიბრება მთავრდება, ანალიზს ვაკეთებთ, რა იყო სწორი, სად დავუშვით შეცდომა. შემდეგ კი რაც გამოსასწორებელია, იმაზე ვმუშაობთ, პარალელურად კი ახალს ილეთებს ვსწავლობთ და ვამუშვებთ. ყოველთვის ვცდილობ ჩვენს სტილს, ტექნიკას, ახალი ელემენტები დავამატოთ, რათა უფრო ამოუცნობები გავხდეთ მეტოქეებისთვის.”
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მსოფლოს 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა — შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოცხადდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ამ გამოკითხვის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.
წარმატებული კარიერის პარალელურად, ცნობილია, რომ სპორტსმენი ასევე კარგი მეუღლე და მამაა. მისი მეორე ნახევარი თაკო გოგოლაძეა. წყვილმა ოთხი წლის წინ დაიწერა ჯვარი და ერთ შვილს ზრდის.
„გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა – უცებ დავიწერე ჯვარი „ადიდასის“ სპორტულებში – 11:08:2020. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა“ – თქვა თაკო გოგოლაძემ.
თაკო ტატოს ყველაზე დიდი გულშემატკივარი და სიხარულის პირველი გამზიარებელია: “თა­კოს სული და გული ხარ. მალე გული გა­მის­კდე­ბა ამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბით, ჯერ კი­დევ ხე­ლე­ბი მი­კან­კა­ლებს. სა­უ­კე­თე­სო მი­ძღვნა მსოფ­ლი­ო­ში” – წერს სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლე შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.