არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია:
,,როცა შენ ათასობით ადამიანი “მოღალატეს” და “მონას” გეძახის, ამან როგორ არ უნდა დაგაფიქროს?
უნდა დაგაფიქროს იმან, რომ ამდენმა ადამიანმა, რატომ დაგაყენა სერგო ორჯონიკიძის რანგში და არა ილია ჭავჭავაძის.
ამ ადამიანების გაჩუმებას და დადუმებას კი არ უნდა ცდილობდე, არამედ შენს თავში უნდა ეძებო მიზეზი, პირველ რიგში.
საერთოდ, როცა მართალ ადამიანს ვიღაც აკრიტიკებს, მას ეს არ აწუხებს, მაგრამ როცა ადამიანი ბრალდებული და დამნაშავეა იმაში, რაშიც მას ამხელენ – მაშინ ის ადამიანი წუხს და აწუხებს ის, რომ მისი სიშიშვლე ვიღაც სხვამ დაინახა.
მისი ბრალეულობა, რომ ვიღაცა სხვამ დაინახა, ეს აწუხებს და ცდილობს ასეთი ადამიანის ხმა ჩაახშოს და მიმართავს ამის გამო სხვადასხვა საშუალებას, სასამართლოს, თუნდაც.
დღეს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო შურისძიების მექანიზმად იქცა – სამწუხაროა, რომ ასეა.
სახარებაში ქრისტე ამბობს ასეთ სიტყვებს “ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე – ვინც უარმყოფს მე კაცთა წინაშე, მეც ვუარყოფ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე”.
რას ნიშნავს ქრისტეს აღიარება კაცთა წინაშე? – დღეს ამას ჩვენგან პირდაპირ ასე არავინ მოითხოვს, ეს ხდებოდა პირველ სამ საუკუნეში, როცა ქრისტიანებისგან ითხოვდნენ ქრისტეს არაღიარებას და თუ ის არ აღიარებდა მას, მაშინ მას აწამებდნენ.
დღეს ჩვენს წინაშე ასე არ დგას ეს საკითხი – დღეს ჩვენგან არავინ არ ითხოვს ქრისტეს უარყოფას, მაგრამ დღეს ჩვენგან ითხოვენ სიმართლის უარყოფას, რომ დავდუმდეთ და არ ვთქვათ სიმართლე.
ის ვისაც ყველაზე უფრო მეტად ევალება სიმართლის თქმა, ის ყველაზე უფრო მეტად დუმს დღეს.
დღეს მოსამართლეები ვერ ბედავენ იმას, რომ სიმართლე აღიარონ კაცთა, საზოგადოების წინაშე – პირველ რიგში, საკუთარი მოვალეობის წინაშე და ასეთ ადამიანებს არც ქრისტე აღიარებს თავის ზეციერი მამის წინაშე იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს, ანუ სიმართლეს არ აღიარებენ”.
