როცა შენი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ მუშაობ, ყველა იძულებულია, რომ პატივი გცეს – მიხეილ ყაველაშვილი

„ევროკავშირი მიზანი არ არის, ევროკავშირი საშუალებაა, რომ უფრო ძლიერი ქვეყანა გავხდეთ. თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესს დააზიანებს, რა ჯანდაბად მინდა ან ევროკავშირი, ან ნებისმიერი გაერთიანება?“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ევროპარლამენტარებთან ქვეყნის ინტერესების მიტანა და მოკავშირეების გაჩენა.
„როცა შენი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ მუშაობ, ყველა იძულებულია, რომ პატივი გცეს. ევროკავშირი მიზანი არ არის, ევროკავშირი ჩვენთვის საშუალებაა, რომ უფრო ძლიერი ქვეყანა გავხდეთ. თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესს დააზიანებს და ავნებს, რა ჯანდაბად მინდა ან ევროკავშირი, ან ნებისმიერი გაერთიანება? ეს არის ჩვენი მთავარი მოტივატორი. სწორედ ამისთვის შეიქმნა „ხალხის ძალა“, რომ მსგავსს საშიშროებებს შეეწინააღმდეგოს. ჩვენთვის ცნობილი იყო კულუარებში მიმდინარე საუბრის შესახებ მეორე ფრონტთან დაკავშირებით და საზოგადოებას ეს ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს საშიშროება არ გამქრალა. მეტი მუშაობა დაგვჭირდება ევროპარლამენტარებთან, რომ ეს ინფორმაციები და პოზიცია მათ მივაწოდოთ და ჩვენი მოკავშირეები ევროკავშირშიც ვნახოთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს