როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 26 წლის რუსი მეკარის მატვეი საფონოვის პსჟ-იდან წასვლა გარდაუვალი ხდება. მას ერთხმად ამისკენ ჟურნალისტები და ყოფილი მწვრთნელიც მოუწოდებენ.
L’Equipe-ს ჟურნალისტმა უგო დელჰომიმ წერილი გაავრცელა, სადაც თქვა, რომ რუსმა პარიზული გუნდის რიგები აუცილებლად უნდა დატოვოს და ამას მარტო ერთი მიზეზი არ აქვს.
“საფონოვის მხრიდან პსჟ-ში დარჩენა არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ლუკას შევალიეს გარდაუვალი ტრანსფერისა და ჯანლუიჯი დონარუმას ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ის უბრალოდ არ ითამაშებს. ასეთ კლუბში კი ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკის მიღება. დიახ, მატვეი პარიზში თავს კომფორტულად გრძნობს, ის უკვე საკმაოდ კარგად საუბრობს ფრანგულად. მაგრამ, ჩემი აზრით, მას წასვლა სჭირდება.
საფონოვის სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ზაბარნის გარდაუვალი ჩამოსვლა. ტრანსფერი უკვე ძალიან ახლოსაა და გარიგების დადება მომავალ კვირას იგეგმება. რაც შეეხება შემადგენლობას, ვფიქრობ, რომ საფონოვისა და ზაბარნის ერთად თამაში შეუძლებელია. ეს ყველაფერი რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური ვითარების გამოა. ისინი ერთ გუნდში არ ითამაშებენ”, – წერს ჟურნალისტი.
საფონოვს წასვლისკენ პირველმა მწვრთნელმა ალექსეი ჩისტიავკოვმაც მოუწოდა, მაგრამ სათამაშოდ ევროპაში დარჩენა ურჩია.
“თუ მატვეის შეთავაზება ექნება, აუცილებლად უნდა წავიდეს! არ არსებობს ვარიანტი, რომ მან პსჟ-ში ითამაშოს. ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთებისას, უმჯობესია ევროპაში დარჩეს. მაგალითად, მაშინაც კი, თუ მას კრასნოდარში დააბრუნებენ, არის აგკაცევი, რომელსაც ძლიერი სეზონი ჰქონდა – ესეც კონკურენციაა. მატვეის სტატუსი დაეცემა. თუ ის ევროპაში დარჩება, ის რუსეთში უფრო მაღალ სტატუსს შეინარჩუნებს”, – თქვა ჩისტიაკოვმა.
ინფორმაციისთვის, L’Équipe-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ-მა “ლილიდან” ლუკა შევალიეს ტრანსფერი შესაძლოა, უკვე რამდენიმე საათში გამოაცხადოს და ის დონარუმასთან ერთად პირველი ნომრობისთვის იბრძოლებს.
· სლავა უკრაინი ძალიანაც კარგია თუ გააგდეს ოკუპანტი.მისი ადგილი სარანსკის სვეტოტექნიკაშია
· სლავა უკრაინი წაეთრიოს ევროპიდან,ოკუპანტი კუკოლდი
მიქაუტაძის “ლიონი” აღარ ხუმრობს – “ლივერპულის” ნახევარმცველიც შეიძინა
კვარაცხელიას პსჟ-ის რეკორდი – მსგავსი რამ “ოქროს ბურთის” დაჯილდოვებაზე ჯერ არ ყოფილა
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში – დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
სიომინი: კვარაცხელია “ოქროს ბურთის” პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას “ბარსელონაზე” უკეთესია, საფონოვი…
“გუნდში რუსი არ დამახვედროთ” – უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება – პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
საფრანგეთში ჩემპიონატის საუკეთესოები დააჯილდოვეს – სიაში ძირითადად პსჟ-ის ფეხბურთელები არიან
