როცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის – ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გაიმარჯვა და ახლა ჯგუფურ ეტაპამდე საბერძნეთის ეროვნული გუნდის დამარცხება სჭირდება. სამშაბათამდე საკმაო დროა და მანამდე მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც, გულშემატკივრებიცა და ჟურნალისტებიც ყველაფერს უფრო მშვიდად გადავაფასებთ, მანამდე კი ლუქსემბურთან დაპირისპირება განვიხილოთ.
ჩვენ მიერ შემოთავაზებული სავარაუდო შემადგენლობა, ფაქტობრივად, სრულად გამართლდა. ქოჩორაშვილის ახლახან მომჯობინებამა და კანკავას ნაკრებში დაბრუნებამ ცოტათი “დაგვაბნია”, თორემ “ლევანტეს” ნახევარმცველი სასტარტოში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.
სანიოლმა გათვლა იმაზე გააკეთა, რომ ბურთი ჩვენ მეტად უნდა გვქონოდა და ორი ფორვარდით მეტოქე მაქსიმალურ წნეხში მოგვექცია. შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ
ფრანგმა მწვრთნელმა ფეხბურთელების ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობა კარგად შეისწავლა და გარკვეულ პოზიციებზე აზრთა სხვადასხვაობის პირობებში, სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. პრობლემები კვლავ გამოჩნდა, მაგრამ ისევ გავიმეორებთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების წინ, დიდი საკადრო რყევები არ ხდება…
მატჩამდე იმაზე ბევრს ვსაუბრობდით, რომ საქართველოს ნაკრებში ზედმეტად ბევრი საყრდენი ნახევარმცველი იყო, ზოგიერთი ფეხბურთელის არგამოძახების პირობებში კი თამაშის გაძლიერებისა და პროცესში ცვლილებების რესურსი, სიტუაციის გადატრიალების შესაძლებლობა რამდენად გვქონდა. სწრაფი გოლი ვერ გავიტანეთ (არადა, ჩაკვეტაძე-ზივზივაძის ბრწყინვალე კომბინაცია ვნახეთ), თუმცა შეხვედრის მიმდინარეობა ისე წარიმართა, სანიოლის სცენარმა კარგად იმუშავა. იყო რამდენიმეწუთიანი ის ჩავარდნა, სადაც მამარდაშვილმაც გვიხსნა, გოლიც (გაუქმებული) გავუშვით და სცენარის შეცვლას სიტუაცია მაშინ ითხოვდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ჩვენთვის იდეალურად გაგრძელდა.
ამიტომაცაა, ფინალში ასეთი ჩავარდნები და “გათიშვები” არ გვეპატიება. დაბრუნდება, რაც კონტრშეტევებზე ხეირის ნახვის შანსს ზრდის, მაგრამ კარგად დავინახეთ, ჩვენს უკანა ხაზს არ აქვს ფუფუნება, მოწინააღმდეგის მასირებულ შეტევებს გაუმკლავდეს.
საქართველის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს მოწინააღმდეგეზე ნამუშევარი ჰქონდა, ასე იქნება ბერძნების შემთხვევაშიც, მაგრამ ერთ დროს ევროპის ჩემპიონებისგანაც იმავეს უნდა ველოდოთ, ამიტომ სანიოლოს მხრიდან სწორ და ეფექტურ კორექციებს დიდი მნიშვნელობა ექნება.
გვესმის, როცა მთავარ მწვრთნელს საკადრო საკითხებს უწუნებ, შესაძლოა, მან ყველაფერი ჩვეულებრივად არ მიიღოს, საბოლოოდ კი შედეგით გამართლდეს. ჩვენ ამ პერიოდს ორი დაპირისპირების (ფინალის ჩათვლით) ჭრილში ვუყურებთ, ამიტომაც გვსურს, ყველა შესაძლო რესურსი გამოყენებული იყოს. მუდამ ხაზგასმით ვამბობთ, რომ სავარჯიშო პროცესიდან გამომდინარე, მწვრთნელმა მეტი იცის, მაგრამ არის მომენტები, როცა “გარედან” თქმაც აუცილებელია. ერთ დროს სანიოლს დავით ვოლკოვის არგამოძახებაზე ვკითხეთ, მან გვიპასუხა, რომ ისედაც ბევრი ფორვარდი ჰყავდა, საბოლოოდ აზერბაიჯანში მოასპარეზე ფეხბურთელი მიიწვია და მისით მაშინ ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ზივზივაძის დუბლმა ის ხუმრობა გაგვახსენა, თავად ბუდუმ ჭადრაკის თამაშზე რომ გაავრცელა მას შემდეგ, რაც ის ვლადიმირ ვაისის სიაში ვერ ხვდებოდა. ახლა ყველა ვფიქრობთ, რომ მაშინ მნიშვნელოვანი რესურსი დაიკარგა, რადგან მწვრთნელის გემოვნება სხვა იყო. გვაქვს კი ჩვენ დასაკარგი რესურსი?!
თავდაპირველას, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ცოტა უცნაური ვითარებისა, შეხვედრის ესპანელი მსაჯი სწორად მოიქცა, რადგანაც VAR-ის ეპოქაში მსგავსი გადაწყვეტილებეა (გოლის გაუქმება და წინა ეპიზოდში დაბრუნება) შესაძლებელია. მეორე საკითხია, რომ ასეთ დროს მსგავსი გადაწყვეტილების არმიღებაც რეალურია, ასე რომ, როცა კრიტიკულ მომენტში არბიტრი ჩვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებას აფიქსირებს, ეს მნიშვნელოვანი ამბავია (კაკაბაძის უხეშობის ეპიზოდიც გავიხსენოთ). თუკი ჩვენი ფეხბურთელები თამაშს მანამდე, თუნდაც ჯარიმის აღებით შეაჩერებდნენ, ეს ტაქტიკურად გამართლებული იქნებოდა (ამაზე არავის უფიქრია), ეპიზოდი მალევე გადამოწმდებოდა და არც გოლს მივიღებდით. მეორეცაა, გოლი და შესაძლო უსამართლობის დიდი რისკი რომ არა, იქნებ ვიდეოგამეორების ოთახში ის ეპიზოდი “გაეტარებინათ”. ყველაფერი ჩვენთვის სასურველად დასრულდა…
შედით ნებისმიერ სოციალურ ქსელში და წაიკითხეთ, რას წერენ რუსები. გაცოფებულები არიან. აი მათი კომენტარების მოკლე შინაარსი:
“Незаслуженная победа. Судью подкупили. Греки вас живьём съедят! Путин вас не добил в 2008 году!”
პოლიტიკურად გაუნათლებელ ქართველებს მიაჩნიათ, რომ მარტო პუტინი არის ყველაფერში დამნაშავე, და რუსებს ეფერებიან: “Ми вас лиубим. Прастыи рускии ни винаваты!”
ბევრს არ მოეწონება რასაც ვფიქრობ,მაგრამ მაინც-ასეთი დაცვით ვერსად ვერ მოვხვდებით!ლუქსემბურგის ფეხბურთელები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შედიოდნენ საჯარიმოში.ასე დაბნეულები თუ ვეთამაშეთ ბერძნებს წავაგებთ ულაპარაკოდ!ღმერთმა ჰქნას სწორი დასკვნები გამოიტანოს სანიოლმა,თუმცა ეჭვი მეპარება.