„როცა ქვეყნის ხელისუფლება სანქციების ქვეშ ექცევა, იქ ეკონომიკურ განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია“ – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ საავტორო რუბრიკაში „რესტორატორები“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ისტორიულ გზას გადაუხვია ხოლო ამერიკის მიერ დაანონსებული სანქციები ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებს.
„ჩვენ დღეს ვართ სიტუაციაში, რომელსაც ახსნა არ აქვს. წარმოუდგენელია, ადამიანი საუბრობდეს რაღაც x თემაზე და თან გეუბნებოდეს, რომ შენ ამას ვერ იგებ და შემდეგ მისი სიტყვებისგან განსხვავებული მოქმედებები ჰქონდეს. პრემიერმა 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ის აჩერებს ურთიერთობას ევროკავშირთან 2028 წლამდე- ეს ფაქტი უბრალოდ წარმოუდგენელია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ყველა მოქმედება და გზა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ მიდის, ეს პროცესი არც ერთი წამით არ შეჩერებულა.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება იმ პრინციპების წინააღმდეგაა, რომლითაც საქართველოში თაობები გაიზარდა. არ დარჩენილა არც ერთი სფერო, რომელსაც თავისი გულისწყრომა არ გამოუხატავს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. კულტურის სფერო, სადაც წულუკიანის მინისტრობის დროს უდიდესი წნეხი იყო, პროტესტის არდშია. სანქციები, რომლებიც შეიძლება დაწესდეს, წარმოუდგენლად რთული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. როცა სანქციების ქვეშ ექცევა ქვეყნის ხელისუფლება, იქ ეკონომიკურ განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
როცა ქვეყანა ევროპული გზით შენდება, თავიდან ბოლომდე მასზე ხარ აწყობილი, უცებ რაღაც რეაქტიული შებრუნდება შეუსაბამოა და წარმოუდგენელია. რყევები, რომლებიც ლარს ახასიათებს გაფრთხილებაა. თუ რომელიმე სფეროში საფინანსო ფისკალური პრობლემა წარმოიშობა, ამას დომინოს პრინციპი ექნება“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ.