როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და პრაქტიკულად გადაამისამართებენ თავდასხმაზე [არასამთავრობო სექტორზე], პარტნიორების მხრიდან არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ეს რეალობაა

როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და პრაქტიკულად გადაამისამართებენ თავდასხმაზე [არასამთავრობო სექტორზე], პარტნიორების მხრიდან არ არის სწორი საქციელი, მაგრამ ეს რეალობაა
„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის დაფინანსების თემით შანტაჟს გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას პარტნიორების ქმედება გააკრიტიკა. როგორც ხუნდაძემ განაცხადა, როცა პარტნიორი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის განკუთვნილი დახმარება ხმარდება ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიას, ეს მიუღებელი და არასწორი ქმედებაა.
„პარტნიორების მხრიდან ამგვარი საქციელი, როცა ქვეყნის თავდაცვას ართმევენ ფულს და პრაქტიკულად გადაამისამართებენ თავდასხმაზე (თავდასხმაში ვგულისხმობ არასამთავრობო სექტორს, რომელიც ძირითადად დესტრუქციით გამოირჩევა) არ არის სწორი, მაგრამ ეს რეალობაა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს დეფიციტი შევსებულია და კიდევ უფრო მეტი თანხა იქნება მობილიზებული, ვიდრე თავდაცვის სექტორისთვის დასავლეთის დახმარებით იყო გათვალისწინებული.
მაშინ [2008 წელი] დასავლეთში ნახევარი გულით მოეკიდნენ საქართველოში ს შემოჭრას. სამაგიეროდ, მთელი გულით ეკიდებიან ქვეყანაში დესტრუქციული ოპოზიციის მხარდასაჭერად დაფინანსებას, განცხადებებს და ორმაგი სტანდარტების ამოქმედებასაც,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
ორმაგ სტანდარტებში დიმიტრი ხუნდაძემ წინასაარჩევნო მანიპულაცია ახსენა, რაც ოპოზიციის სასარგებლოდ ხორციელდება და მისი წახალისებისკენაა მიმართული. „ეს არის ორმაგი სტანდარტი და წინასაარჩევნო მანიპულაცია დესტრუქციული ოპოზიციის სასარგებლოდ, რომ მათ რამენაირად სული შთაბერონ. ხედავთ, რომ რაღაც დაფინანსებაზე საუბრობენ, რომელსაც შეუწყვეტენ ქვეყანას და ამ თანხას გადაამისამართებენ არასამთავრობო სექტორისკენ, რომლის იმედადაც ცდილობენ ქვეყანაში აურზაური მოაწყონ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს