როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანი იქნებიან

„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით“, –ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა მ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის და დესტრუქციული ოპოზიციის ერთობას, საქართველომ უნდა დაუპირისპიროს ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული.
„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილის და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით. ამიტომ როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანი იქნებიან. თუმცა, მათ ამ დესტრუქციულ და ნეგატიურ ერთობას უნდა დავუპირისპიროთ თავისუფალი სასამართლო, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული,” – განაცხადა ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და წლებია ამ ქვეყანაში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტა, რუსებს დაურეკა და მათგან აიღო რჩევა, სად შეეძინა ქონება – სასაცილოა ხო?

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამას ჰქვია საბოტაჟი სამართლებრივ ენაზე