როცა საკუთარ უსაფრთხოებას და თავდაცვას სხვა გკარნახობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგოპოლიტიკასაც ის გიკარნახებს

ის ვასალური სავაჭრო შეთანხმება რაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის შედგა, მოსალოდნელი იყო. ახალი დოკუმენტით ირკვევა, რომ აშშ-ის ტარიფი ევროპულ საქონელზე 15% იქნება, გარდა ამისა ევროკავშირმა ამერიკისგან 750 დოლარის ენერგორესურსები უნდა შეისყიდოს და 600 მილიარდის ინვესტირება მოახდინოს – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ურსულა ფონ დერ ლაიენი არის სხვა ქვეყნის დავალების შემსრულებელი მოხელე, აბა ამ ვასალურ ხელშეკრულებას როგორ შეიძლება მოაწერო ხელი, ეს ხომ ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ევროკავშირს.
„ის ვასალური სავაჭრო შეთანხმება რაც აშშ-სა და ევროკავშირს შორის შედგა, მოსალოდნელი იყო. ახალი დოკუმენტით ირკვევა, რომ აშშ-ის ტარიფი ევროპულ საქონელზე 15% იქნება, გარდა ამისა ევროკავშირმა ამერიკისგან 750 დოლარის ენერგორესურსები უნდა შეისყიდოს და 600 მილიარდის ინვესტირება მოახდინოს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ჩვეულებრივი სხვა ქვეყნის დავალების შემსრულებელი მოხელე, აბა ამ ვასალურ ხელშეკრულებას როგორ შეიძლება მოაწერო ხელი, ეს ხომ ზიანის მეტს არაფერს მოუტანს ევროკავშირს.
როცა საკუთარ უსაფრთხოებას და თავდაცვას სხვა გკარნახობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ და ენერგოპოლიტიკასაც ის გიკარნახებს.
ბევრი კრიტიკა მოჰყვა ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ტრამპის მიერ შეთანხმებას, ევროპელი პოლიტიკოსების მიერ და მას კატასტროფული უწოდეს.“ – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს