როცა რუსთაველი იკეტება, ჭანტურიას ჩასახვევთან ორი საპატრულო მანქანა დგება, მანქანებს შორის კი – ეთო. მხრებზე აუცილებლად დროშა აქვს მოხურული და საქმეებზე მიმავალ ხალხს უყურებს. ზოგჯერ პოლიციას ესაუბრება ზოგჯერ მეგობრებს, ხშირად კი ჩუმად დგას, უძრავად, სანამ აქცია არ დასრულდება. თითქოს ვიღაცას ელის.
რამდენჯერმე არ იყო. ხალხმა ისე ინერვიულა, ახლა წინასწარ წერს, მოსვლას თუ ვერ ახერხებს. ზოგი აქციის ანგელოზს ეძახის, ზოგი – სინათლის ანგელოზს. როცა საზმაუს მარში რუსთაველს უახლოვდება და შუქებს ანთებს, ეთოს სინათლე პირველია, რაც საპროტესტო ნაკადს ეგებება.
დღესაც იქ იდგება თქვენს მოლოდინში” | წერს დათო სიმონია სოციალურ ქსელში და ილუსტრაციას აქვეყნებს.
